ანეგდოტები

 
ანეგდოტები
ეს არის ანეგდოტები ჩემგან ანუ fRix-საგან. პირველი სიახლეა და შემიფასეთ. 



ღელვის დროს, მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება: 
– რა მანძილზეა უახლოესი მიწა? 
– ორ მილში. 
მგზავრს გაუხარდება და ჩაეკითხება: 
– რომრლ მხარეს? 
– ქვემოთ… 



* * * 
ტიპმა ოქროს თევზი დაიჭირა. თევზმა: 
– მეჩქარება, ჩქარა ერთი სურვილი მითხარი და წავედი. ჩქარა, ჩქარა! 
– ჩემ სახლში რაც დაეტევა იმდენი ფული მინდა. 
– კარგი, პრობლემა არ არის, წადი სახლში. უკვე შესრულებულია. 
კაცი გავარდა სახლში. რას ხედავს, მაგიდაზე მართო ერთი 5 ლარიანი დევს. გადაირია, გამოვარდა თევზთან: 
– მეკაიფები ხო?! რა არის ერთი 5 ლარიანი. 
თევზმა გაიკვირვა: 
– ხომ მითხარი იმდენი ფული მომეცი რაც ჩემს სახლში დაეტევაო. 
– კი, გითხარი! 
– მერე 5 ლარიანი არ ეტევა? 



* * * 
სვანთან მივიდნენ ორი ამბის სათქმელად. ერთი ცუდის და ერთი კარგის. კარგის თქმა ვეღარ მოასწრეს… 



* * * 
– რად გინდათ კაბინეტში აკვარიუმი. 
ჰკითხეს წარმატებულ ბიზნესმენს. 
– მომენატრა არსება, რომელიც პირს იმიტომ არ აღებს, რომ ფული მთხოვოს. 



* * * 
მამა არიგებს შვილს: 
- კარგი კაცი რომ დადგე ყოველთვის უნდა იყო პუნქტუალური და ფრთხილი. 
- მამა, რას ნიშნავს „პუნქტუალური"? – ჩაეკითხა ბავშვი. 
- იმას, რომ რაცაც დაპირდები უნდა შეასრულო. 
- სიფრთხილე რაღა შუაშია? 
- არავის არაფერს, რომ არ შეპირდე. 



* * * 
სამშობიაროს ექთანს სამი ტყუპი გამოჰყავს და მამას გადასცემს: 
– ხომ კარგებია? 
– კი! – ამბობს ნირწამხდარი მამა და ბავშვები მანქანისკენ მიჰყავს. 
– მაგენს მანქანაში რომ ჩააწყობ, მობრუნდი, სამი კიდოა! – უყვირის ექთანი. 



* * * 
ახალბედა მონადირე ახლობლებს უყვებოდა დათვზე ნადირობის შესახებ: 
– დავინახე დათვი, მოვუშვი ახლოს, თოფმა კი არ გაისროლა; გამომეკიდა, გავიქეცი, მაგრამ რას გაასწრებ, ავძვერი ხეზე; უცებ ფეხი დაუცურდა და დაიმტვრა … ჩამოვედი და სულ კონდახი ვურტყი თავში … 
– ვაა, შენ რა მამაცი ყოფილხარ, შენს ადგილზე მე ჩავისვრიდი, წამოიძახა ერთ-ერთმა. 
– აბა შენ რა გგონია რაზე დაცურდა? 



* * * 
გურულს დაეჯახა მანქანა. გადმოხტა მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი და წაქცეულ გურულს ეხვეწება: 
– ადექი რა ბიძია გეხვეწები რააა… ადექი ბიძია რააა, არ დამღუპო ბიძია გეხვეწები ადექი რააა… 
გურული ახელს თვალს და პასუხობს: 
– ვიდექი ბიძია მარა დამაყენე?! 



* * * 
კაცი ხვდება ღმერთს და სანამ გონზე მოვა,ღმერთი ეუბნება: 
– მთხოვე რაც გინდა,ოღონდ შენი სიდედრი ორმაგს მიიღებს იცოდეო. 
დაფიქრდა კაცი და უთხრა: 
– კარგი,მაშინ მომეცი 1 მილიონი დოლარი და ისე მცემე,რომ ნახევრად მკვდარი ვიყო..
 

დაინტერესდა: 748 | კომენტარი : 0





გააზიარე და დაალაიქე