ანეგდოტები

 
ანეგდოტები
მორიგი ანეგდოტები ჩემგან.



* * * 
მიხო გადმოვა თვითმფრინავიდან და შარვალი ჩაძვრება, აიწევს და თან ჩაიბურდღუნებს: 
– ხო შემჭამეს ამ სტიუარდესებმა ხან შეიკარით, ხან გაიხსენით ქამრებიო… 



* * * 
ორი ნარკომანი ცათამბჯენზე არიან და ლაპარაკობენ: 
- აქიდან რომ გადავხტე მიწამდე რამდენი ხანი დამჭირდება? 
- სამი დღე და ღამე. 
- მერე მოვკვდები? 
- აბა რა, სამი დღე-ღამე საჭმლის გარეშე ვერ გაძლებ! 



* * * 
ცხოველთა სამყაროში ვირი და ჟირაფი სასტიკად გაკიცხეს. უარესი, ციხეს ძლივს გადაურჩნენ. ვირს დააბრალეს ჯიბრიანი ხარო, ჟირაფს – ყველას მაღლიდან დაჰყურებო. 
შეიცვალა მთავრობა: ვირს და ჟირაფს მადლობა გადაუხადეს, ერთს – პრინციპულობისთვის, მეორეს – შორს მჭვრეტელობისთვის. 



* * * 
– გეიგე, ჩვენი კაკოიე რომ მომკვდარა? 
– არ გადამრიო, როდის, ბოშო?! 
– დილის 4 საათზე. 
– მაგიზა გეიღვიძა ასე ადრიანად მაგ უბედურმა?! 



* * * 
– ბაბუ, მართალია, რომ ნადირობისას დათვმა გიკბინა? 
– კი, ბაბუა, მართალია. 
– სად გიკბინა, ბაბუ? 
– მაი არაა მართალი, ბაბუა, არ დეიჯერო! 




* * * 
ქალი ექიმს ეუბნება: 
– ექიმო, ჩემმა ქმარმა აიჩემა, ნაპოლეონი ვარო! 
– არაუშავს, შევეცდები განვკურნო. 
– იქნებ პირდაპირ კუნძულზე გადაგვესახლებინა? 



* * * 
მიხო და მარო დაიჭირეს. მიხო ხეზე მიაბეს და მაროს ეუბნებიან: 
– უნდა გაგაუპატიუროთ. 
– რა ვქნა მიხო, დავნებდე? 
– მა, მე ახლა ამ მუხის მამგლეჯი ვარ?! 



* * * 
მიხოს თავისი შვილი ეკითხება: 
– მამი, მამი, გველები როგორ ლაპარაკობენ? 
მიხომ ცოლს გადახედა: 
– დედაკაცო, ხმა ამაიღე, ბალღს აინტერესებს!
 

დაინტერესდა: 870 | კომენტარი : 2





გააზიარე და დაალაიქე