ანეგდოტები მეგრელებზე

 
ანეგდოტები მეგრელებზე


ოუფ !! FunBlog.Do.am- ს სასტავს გაუმარჯოს ! თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი .. ახლა აქ ჩემზე რაცხა ანეგდოტები დაუწერიათ , ვითომ მაღადილავებენ თავის ჭკუაში,ოუფ რა ეშველებათ ამათ გაუსკდათ თავი , მიდით ეხა წაიკითხეთ მარა ეს ტყუილია არ დაუჯეროთ... მე დამიჯერეთ მე, მეგრელები მააგარი ხალხიი ვართ მაგარი ხალხი ამ ანეგდოტებს კი ნუ უჯერებთ რა აფერისტობა რის აფერისტობა ცხოვრებაში არ მომიტყუია და თუ მომიტყუია კიდე ჭკუა მაქ და იმიტო აბა თქვენრა გგონიათ ... კარგით მიდით მაინც წაიკითხეთ მეც მაინტერესებს რას წერენ ეს შურიანები მეგრელებზე აბა დავიწყეთ 



1) 
მეგრელს უფროსი ეკითხება: 
- რატომ არ იყავი სამსახურში? 
- კბილი მტკიოდა ნამეტანი, წამალმაც არ მიშველა. 
- ეგ მიზეზი არ არის. მე კბილი რომ მტკივა, ცოლს ჩავეხუტები და მირჩება. 
- ბოდიში, ბატონო, მასე ახლოს არ ვარ თქვენს ცოლთან... -  



2) 
მეგრელი ტრაბახობს:
– რასაც თავში ჩავიდებ ყველაფერი მამახსოვრდება!
– ჩემი ვალი რო გაქ ეგ რატო არ გახსოვს?!
– ეგ თავში კი არა ჯიბეში ჩავიდე.



3) სვანი და მეგრელი უყურებენ რემბოს კინოს და ის მომენტია, როცა რემბო ერთი კლდიდან უნდა გადახტეს მეორეზე
– მეგრელი: მოდი დავნიძლავდეთ რო გადახტება
– სვანი: კაი, დავნიძლავდეთ
დანიძლავდნენ და რემბო მართლაც გადახტა
– მეგრელი: რა შტერი ხარ რა, ვერ მიხვდი რო ნანახი მქონდა და ვიცოდი რო გადახტებოდაააა?
– სვანი: ნანახი მეც მქონდა, მარა მეორედაც თუ გარისკავდა აღარ მეგონა. 



3) მეგრელი გზაზე ფულს იპოვის 
გადათვლის და შეიგინება აკლია ამის დედაცოოო ...



4) 
სომეხს და მეგრელს ასამართლებენ და მოსამართლე "გაისროკება"


5) 
მეგრელს უთხრეს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდან და დასაჭერად დასდევენო. 
- ხოხ! რას დაიჭერენ ეგენი მაგხელა სპილოს! 
მერე გაიგო - დაუჭერიათო. 
- ხოხ! აბა სად გაიქცეოდა მაგხელა სპილო!



6) 
მეგრელი დიდ სამამულო ომშია. მოხრიგინებს გერმანელების ტანკი. ესვრიან, ვერ აფეთქებენ. ერთი შანსია ვინმემ ყუმბარები შემოირტყას წელზე და შეუვარდეს მუხლუხებში (იყო ასეთი მეთოდი გმირულად დაღუპვის). 
- აბა ვის გიყვართ სამშობლო - მოუწოდებს მეთაური - შეუხტით ტანკს! 
მსურველები რაღაც არ სჩანან. მეთაური გამწარებული დარბის: 
- რას გავს ეს, არავის არ გიყვართ სამშობლო? 
შეეჩეხა მეგრელს: 
- შენ, არ გიყვარს სამშობლო? 
- როგორ არ მიყვარს სამშობლო - შეიცხადა მეგრელმა. 
- მერე შემოირტყი ყუმბარები და შეუხტი ამ ტანკს, ხომ ხედავ შენს მეტს არავის უყვარს სამშობლო! 
- მე კი შევუხტები, მარა მერე ვის ეყვარება სამშობლო?



7) 
ომიააა..სვანი გადმოდგება და დააყრის ტყვიამფრქვევს მტერს. გაიხედავს და მეგრელს სანგრიდან ხელი აქვს ამოყოფილი და ისე ისვრის..- კაცოო მშიშარა ხარ, გეშინია?ეკითხება სვანი
- ისე მეზიზღებიან მაგათი დანახვაც არ მინდა- პასუხობს მეგრელი 



8) 
მეგრელი და ფრანგი საუბრობენ: ფრანგები ძალიან სექსუალურები ვართ, ქალს ჯერ მკლავზე ვკოცნით ნაზად, მერე ყელზე, მერე ტუჩ…მეგრელი აწყვეტინებს: მოიცა კაცო მაგ დროში ჩვენ ქალი სამშობიაროში მიგვყავს... 



9) 
მეგრელი ციხეში მოხვდა. როცა დაიძინა მწვანე საღებავი წაუსვეს მელოტ თავზე. გამოიღვიძა მეორე დილით და სარკეში რომ ჩაიხედა, გადაირია:
– დედას გიტირებთ, ახლავე თქვით რომელმა გამკრასკა!
– მე გაგკრასკე – წამოდგა ვიღაც კუნთებიანი ახმახი – რა გინდა ახლა?
– ხოხ, არაფერი ისეთი, გაშრა და მეორე პირი არ უნდა გადაუსვა? 



10) 
მეგრელს უთხრეს გურულს კიბო აქვსო.
– ხოხ, საწყალი კიბო! – შეიცხადა მეგრელმა 






ოუ ეხლა მე გასასვლელი ვარ და მერე გნახავთ  საიტს არ მოშორდეთ ... რას არ მოიგონებს კაცი , ოხ ეს შური !!....




 - ეხლა დავრწმუნდი ეს მეგრელები ვინ ყოფილან რა .. 
 

დაინტერესდა: 2017 | კომენტარი : 3





გააზიარე და დაალაიქე