





მოდით ნუ მოვიხიბლებით ამ ოთხი მიმართულების სამყაროს ოთხ მიმართულებაზე მსგავსებით, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სამყაროს: მონღოლისთვის „წინ" ნიშნავს მოძრაობას სამხრეთისკენ, ხოლო რუსეთის ევროპული ნაწილის მცხოვრებისთვის სამხრეთი მდებარეობს „ქვევით", იქ სადაც ყირიმია (და არა მაგალითად კუბა).
ჩვენს სქემაზე ჩანს, რომ „ზევით" და „წინ" ვექტორების ჯამი წარმოადგენს მარჯვენა ზედა კუთხისკენ მიმართულებას. ეს ორგანზომილებიან სივრცეში მოძრაობის მიმართულების ყველაზე „პოზიტიური" კუთხეა. საპირისპირო მხარეს, შესაბამისად ყველაზე „ნეგატიური" კუთხე მდებარეობს. სწრაფვა ზედა მარცხენა კუთხისკენ შეიძლება განვიხილოთ ზემოთ მოძრაობად, მაგრამ „არსაით", ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხე – სწრაფვა „წინ უფსკრულისკენ". ობიექტი, რომელიც კომპოზიციის შუაშია, როგორც წესი, მშვიდია და კომპოზიციის სიმეტრიულობას ამყარებს.
მოდით შევხედოთ ემოციების მატრიცას მთლიანობაში.




დაინტერესდა: 910 | კომენტარი : 1
გააზიარე და დაალაიქე