

შტეფან ცვაიგი ებრაელი მწერალია, რომელიც 1881 წლის 28 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიბადა. მამამისი ქსოვილების მეწარმე იყო, ხოლო დედამისი საბანკო საქმიანობას ეწეოდა. შტეფანი ავსტრიის უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდა თეოდორ ჰერცლთან, რომელიც ვენის ერთ-ერთი მთავარი გაზეთის Neue Freie Presse-ს რედაქტორი იყო. 1920 წელს იქორწინა ფრიდერიკა უინტერნიცზე. თვრამეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 1938 წელს, ისინი განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ ფრიდერიკამ შტეფანზე წიგნი დაწერა და გამოაქვეყნა.

1934 წელს მან გერმანია დატოვა და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. 1939 წელს კი შტეფანმა მის თანაშემწე ლოტე ალტმანზე იქორწინა. ჰიტლერის შეირაღებული ძალების მთელს დასავლეთ ევროპაში გაძლიერებამ შტეფანი აიძულა ევროპა დეტოვებინა თავის მეორე მეუღლესთან ერთად, ატლანტის ოკეანე გადაეკვეთა და აშშ-ში ემოგზაურა. სიცოცხლის ბოლო წლები ბრაზილიაში გაატარა. ამ წლები განმავლობაში შტეფანი უფრო და უფრო დეპრესიული და გულჩათხრობილი ხდებოდა, საბოლოოდ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 22 თებერვალს მან გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა, სადაც აღწერა თუ როგორ ცუდად გრძნობდა თავს. მეორე დილით კი ცოლ-ქმარი მკვდარი იპოვეს თავიანთ სახლში. მათ ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა მიიღეს. დღესდღეობით შტეფანის სახლი, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს, მუზეუმია და ცნობილია სახელით Casa Stefan Zweig

შტეფანის შემოქმედება მოიცავს: პოეზიას, პიესებს, ესეებს, მოკლე ნაწარმოებებს, ნოველებსა და ბიოგრაფიებს. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: Amok (1922),Beware of Pity (1938) და Conflicts (1926). მისი ავტობიოგრაფია The World of Yesterday 1943 წელს
დაიბეჭდა

შტეფან ცვაიგის ფრაზები

^ მხოლოდ იმ ადამიანს ვისაც გამოუცდია სიანთლე და სიბნელე, ომი და მშვიდობა, დაცემა და ამაღლება, მხოლოდ მათ აქვთ ნამდვილად გამოცდილი ცხოვრება

^ მუშაობის ძალიან ძლიერი ძალა ვერასდროს ვერ დაიმალება ან ჩაიკეტება. ხელოვნებას დროსთან ერთად გადაივიწყებს ადამიანი. ის აიკრძალება ან უვარგისი გახდება




^ ხელახლა ვიწყებ მსოფლიოს აღმოჩენას. ინგლისმა ჩემი ჰორიზონტი გააფართოვა

^ თავისუფალ და დამოუკიდებელ სულს საზღვარი არ აქვს

^ მაშინ როცა ომისათვის ემზადებიან, ისინი, ვისაც ძალადობის დამყარება სურთ, ყოველთვის მშვიდობაზე საუბრობენ. ეს ხდება მანამ სანამ მობილიზაციიის პროცესი დასრულდება

^ ებრაული გაერთიანების იდეა, საუბედუროდ, მხოლოდ ჰიტლერისა და შტრაიხერის ტვინშია

^ გადასახლების გამოცდის შემდეგ, ადამიანები ერთმანეთის უკეთ გაგებას იწყებენ და რეალობას თვალს უსწორებენ

^ დღესდღეობით ებრაელს, რომელიც გერმანულად წერს, არ შეუძლია გამოიმუშავოს იმდენი ფული, რომ თავი ირჩინოს. მხოლოდ ებრაელი მწერლები, რომლებიც გერმანულად წერენ, არიან გულგატეხილნი, სასოწარკვეთილნი და უიმედონი არიან, ამავდროულად ისინი ძალიან იტანჯებიან

დასასრული
დაინტერესდა: 1115 | კომენტარი : 1
გააზიარე და დაალაიქე